დავით ოქიტაშვილი გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. კანდიდატურის მოხნის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
,,ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს მიუახლოვდა. მე და ჩემმა მეგობრებმა რთული და ემოციურად დაძაბული სამკვირიანი ბრძოლა დავასრულეთ. ჩემი მცდელობა, შევხვედროდი ჩემ კოლეგა დელეგატებს, გავსაუბრებოდი მათ და ჩემი გეგმები გამეცნო, უშედეგოდ დამთავრდა. გარდა იმისა, რომ არ მოგვცეს დროულად ყრილობის შესაბამისი დოკუმენტაცია, არ მოგვცეს მშვიდ ვითარებაში წესდებაზე მუშაობის საშუალება, გადაგვიმალეს დელეგატთა სიები, დიახ, თქვენი სახელები და გვარები. უფრო მეტიც, საფუძვლად ამ უკანონობას თქვენი, დელეგატთა დაცვა, ჩემგან თქვენი სიცოცხლის დაცვა დაუდეს. ეს არ არის მარტო შეურაცხმყოფელი, ეს სერიოზული ბრალდება და დანაშაულია“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.