ლვოვის პოლიციაში დაკითხვაზე დღეს მიხეილ საასკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე მივა. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ბრალდება სამი მუხლით ედავება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით საყვარელიძისთვის ლვოვიდან გაუსვლელობის ვალდებულებას ითხოვდა, მოსამართლეს თავდებობის შუამდგომლობით რადას დეპუტატებმა მიმართეს, საბოლოოდ სასამართლომ მიხიელ სააკაშვილის თანაგუნდელი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძლედება. დავით საყვარელიძეს პროკურატურა საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ჯგუფური არეულობის მოწყობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
კომენტარები