3-4 ოქტომბრს საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა იქნება. მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10- +15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +12- +17 გრადუსი.
თბილისშიც 4 ოქტომბერს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი.
საქართველოში 5 ოქტომბრიდან გამოიდარებს.
კომენტარები