კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამინისტროსთვის შეძენილ იქნა სპეციალური ხელსაწყო-დანადგარები, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის გაძლიერებას და ხელს შეუწყობს გარემოზე სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელებას.
2017 წლის ბოლომდე, კომპანია დამატებით გეგმავს 250 000 ლარის ოდენობის გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების ვალდებულების აღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის განმავლობაში RMG-ის მიერ ნებაყოფლობითი გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება ჯამში ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს.
„2016 წლიდან გარემოს დაცვა კომპანია RMG-ის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. კომპანიის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი გარემოსდაცვითი ღონისძიების და პროექტის დაფინანსება და განხორციელება.“ – განაცხადა კომპანიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა მიხეილ კვარაცხელიამ.
2017 წლის განმავლობაში RMG-ის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსებაზე ჯამში 500 000 ლარი დაიხარჯება
2017/10/04 16:47:16
ნანახია: 1023 ჯერ