თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება კანონიერად მიიჩნია.
“ივანე მერებიშვილის საქმეზე დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელშიც არის ოთხი ნაწილი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ ორ წელიწდზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო მთავარი და ეს მიღწეულია. ასევე სასამართლომ თქვა, რომ პირველი ორი გადაწყვეტილება წინასწარი პატიმრობის შესახებ ქართველმა მოსამართლეებმა დასაბუთებულად გამოიტანეს, მითუმეტეს, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ სახეზე იყო მაისურაძის გვარზე გაცემული ივანე მერებიშვილის გაყალბებული პასპორტი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.