დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
მსუბუქი ავტომობილი კედელს დაეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანებებით თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები