ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით, თბილისის საკრებულოში ოთხი საარჩევნო სუბიექტი ხვდება.
საკრებულოს მანდატების მისაღებად პარტიებისთვის დადგენილი ზღურბლი 4%-ია.
წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს გალახავენ:
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 53.56 % (151 899 ხმა); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 17.21% (48796 ხმა); “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო” – 8.94% (25 355 ხმა); “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 5.49% (15 578 ხმა).
თბილისში 737 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 528 უბანი.
თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით.
კომენტარები