თიანეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, თამაზ მეჭიაური, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამარჯვებულად გამოაცხადა, თიანეთის მერიაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს.
“თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოფრინდება. გუნდს ღირსეული და კარგი კადრებით დავაკომპლექტებ”, – აცხადებს მეჭიაური.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და თამაზ მეჭიაური თიანეთის მერად დაასახელა.
კომენტარები