ბლოგერ აკაკი ბელთაძის პოსტი სოციალურ ქსელში.
“შაბათის კურიერში გადაცემის წამყვანმა ნოდარ მელაძემ კომუნისტური ხმით გვამცნო, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება 275 მილიონი დოლარით გაიზარდა და ეს ყველაფერი ზესკანდალური ინტონაციით გააცნო მაყურებელს.
გაიზარდა და მერე შენ რა ნოდარ? სკანდალი შემოგვთავაზე? სახელმწიფო საიდუმლო გაეცი თუ ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრდა ივანიშვილი?
ეს დაახლეობით იმას ჰგავს, ახლა მე რომ დავიწყო საბუთებში ქექვა და აღმოგიჩინო, რომ დიღომში აიშენე სახლი ჟურნალისტის ხელფასით, იყიდე ძვირიანი მანქანა ჟურნალისტის ხელფასით, ანგარიშზე ყოველდღე 50 დან 100 ლარამდე ირიცხავ და რა ამით მე? ან რა ამით სახელმწიფოს ან ხალხს? არის ამაში რამე ზესკანდალური? შენ რომ ევრიკაში ვარსკვლავური ამბები მიგყავდა ეგ ქონებები ბიძინა ივანიშვილს უკვე 100 წლის დაგროვებული ჰქონდა და საკუთარ ქონებას ადამიანი რასაც უნდა იმას უზამს.
სკანდალი იქნებოდა ის, ბიუჯეტიდან რომ მოეპარა ფული და აქედან გაზრდილიყო მისი ფინანსები.
რა შუაშია ჩვენ ქვეყანასთან გუგლი, თურქიშ ეარლაინსი, რომელიღაც სასტუმროს ქსელები, ეფლი და სხვა კომპანიები? რა შეხება აქვს ამ ყველაფერს საქართველოსთან ან მის ბიუჯეტთან? – არაფერი.. თავმოყვარე ჟურნალისტი მაშინ დატოვებდა ტელევიზიას, როცა მისმა პატრონმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეშაჯვია და მშიშარა უწოდა, მაგრამ…..
ჰო, გავიგეთ რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა, და მერე შენ რა ნოდარ?
აკაკი ბელთაძე – ბლოგერი