ქედის რაიონში ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსიდან ბავშვები გზაზე გადაცვივდნენ.
შსს-ს ცნობით, ბავშვებმა მგზავრობისას მიკროავტობუსში კარის გასაღებ ღილაკს შემთხვევით დააჭირეს ხელი და მოძრავი მიკროავტობუსიდან რთულ რელიეფზე გადაცვივდნენ. ინციდენტის შედეგად ექვსმა ბავშვა დაზიანებები მიიღო. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები