თამაზ მეჭიაური თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს განცხადებით მიმართავს.
”თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა საყურადღებოდ!
გილოცავთ ყველას ამ დიდ ნდობას და გისურვებთ თვითმმართველობის განხორციელებაში ღირსეულ მონაწილეობას!
ამასთან, მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ზოგიერთი თქვენგანის “დამუშავება”, რათა გამოგიყენონ არა რაიონის, არამედ 1-2 პიროვნების ბიზნეს-ინტერესების დასაცავად. უფრო მეტიც, ერთი ბანკროტი “პოლიტიკოსის” მიერ, იგეგმება ჩემი იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება…
მეგობრულ რჩევას გაძლევთ, ვითანამშრომლოთ რაიონის, ქვეყნის და არა ვინმეს კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. მზად ვარ მოვისმინო და განვიხილო ყველას წინადადებები.
თუმცა, ასევე მზად ვარ მერის და საკრებულოს ვადამდელი არჩევნებისთვის, სადამდეც მიგვიყვანს დაპირისპირება…
შედეგებზე ყველამ იფიქრეთ!!!”, – წერს თამაზ მეჭიაური სოციალური ქსელის პირად გვერდზე.