თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ პროფესიული განათლების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ განაცხადა, რომ პროფესიული განათლება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ისე ეკონომიკისთვის.
როგორც მან აღნიშნა, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში, ხშირად იწვევდნენ უცხოელ სპეციალისტებს, რადგან საქართველოში არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები.
“ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება. მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ეს გამოიხატება იმ თანადგომაში, რაც ამ კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში ჩანს. დაახლოებით 140-მლნ დაიხარჯება. პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და ვახორციელებდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ძალიან ხშირად გვიწევდა უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა, რადგან საქართველოში არ და ვერ მოიძებნებოდა იმ კონკრეტული მიმართულებებით ადამიანები, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია ცოდნა და განათლება ჰქონდა. ჩვენი განათლების სამინისტროს პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, რაც უფრო მეტი განათლებული ადამიანი გვეყოლება ამ მიმართულებით, მით უკეთესი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის და ეკონომიკისთვის”, – განაცხადა კალაძემ.
“ენერგეტიკის მინისტრობისას ხშირად გვიწევდა უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა, რადგან საქართველოში ამ კუთხით კვალიფიციური ადამიანების ნაკლებობაა”
2017/10/31 12:55:26
ნანახია: 1049 ჯერ