საქართველოში 3 ნოემბრის ჩათვლით ცივი ამინდი შენარჩუნდება.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმაა მოსალოდნელი. მთაში მოთოვს.
2 ნოემბერს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა, ცივი ამინდი შენარჩუნდება და ღამით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. კერძოდ, 3 ნოემბრის ღამეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შიდა ქართლში (გორსა და აგარაში) – 3 გრადუსი დაფიქსირდება.
2 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს დაბლობსა და ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 9–14 გრადუსი იქნება.
საქართველოში ასევე უნალექო ამინდია მოსალოდნელი 3 ნოემბერსაც. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ჰაერის ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 10–14 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში დღეს 14 გრადუსი იქნება, 1–3 ნოემბერს კი, 13 გრადუსი. ყველაზე დაბალი ტემპერატურა თბილისში ღამით, 3 ნოემბერსაა მოსალოდნელი და 3 გრადუსი იქნება.