საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრ იუსტი ნინისტოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
პრემიერმინისტრმა ფინურ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის, ასევე, აღნიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინელი დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.
პრემიერმინისტრმა ფინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი მტკიცე პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარები