ქართული მხარე საბერძნეთის პოლიციასთან კავშირზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბერძნეთში, 8 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება საელჩოში არ შესულა.
უწყებაში აცხადებენ, რომ საელჩო ბერძნულ პოლიციასთან კონტაქტზეა.
საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ათენის პროკურატურამ დაკავებულების ფოტოები, სახელები და გვარები გამოაქვეყნა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს და მოხუცი ადამიანების სახლებში შედიოდნენ, შემდეგ კი ამ სახლებს ძარცვავდნენ.
აღსანიშნავია, ორი დღის წინ მძარცველებმა საბერძნეთში 85 წლის მოხუცი საწოლზე მიაბეს და უთოთი აწამეს.
კომენტარები