მოწმე ია ბარამიძის განაცხადებით, მაგდა პაპიძის მეუღლე უკონფლიქტო პიროვნება იყო და ალკოჰოლსაც ნაკლებად სვამდა. აღნიშნული განცხადება ქმრის და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის მაგდა პაპიძის პროცესზე, გარდაცვლილ ომარ ქაფიაშვილის ახლობელმა ია ბარამიძემ გააკეთა.
ია ბარამიძის განცხადებით, მაგდა პაპიძე ბოლო პერიოდში ეშმაკებზე ვიდეოებს უყურებდა.
“მთელი ღამე ვერ დავიძინე, თავი მტკიოდაო. ტელეფონის საშუალებით მეც მაჩვენა, კედელზე ჩრდილი დადიოდა. მაგდამ მითხრა, ვერ დავიძინე, ფანჯრებს ვუყურებდი, ჩემთანაც რამე არ შემოიპაროსო. ასე მითხრა მაგდამ, რომელიც ბოლო პერიოდში დამიახლოვდა და ჩემს სალონში ხშირად მოდიოდა ხოლმე. მიკვირდა ეს დაახლოება, ვიცოდი, დისტანციას იჭერდა ყველასგან, თუმცა გამეხარდა, ომარი ძალიან მიყვარდა, მე ომარის ძმის, მახოს ნათლია ვარ”,– განაცხადა მოწმემ და განმარტება ნაგვის ბუნკერში აღმოჩენილ მისი შვილის ფოტოებზეც გააკეთა.
“მე ვაჩუქე ჩემი ბავშვის ფოტოები მათ ოჯახს, როდესაც მაგდას დედმათილი დარეჯანი, მაგდა და მისი შვილი თორნიკე ჩემთან სახლში იყვვნენ მოსული. შემდეგ სად წაიღეს და როგორ აღმოჩნდა ნაგვის ურნაში ფოტოები, არ ვიცი“,- განაცხადა ია ბარამიძემ.
მისივე განცხადებით, მაგდას ორსულობის და შვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა.
“მაგდას შვილი სასტიკად არ უნდოდა, დიაბეტი მაქვსო და ერთის გაჩენას სიცოცხლე შევწირეო. ქუჩაში ორსულსაც რომ ვხედავ, ეკლები მაყრის, ცუდად ვხდებიო, იმხელა ტრავმა დამიტოვა ორსულობამო, – ასე ამბობდა მაგდა, რომელმაც ომარის დაუკითხავად აბორტიც გაიკეთა. ტყუპებზე იყო ორსულად და აბორტოს გასაკეთებლად იყო წასული. დარეჯანთან მივედი, ბავშვი კალთაში ეჯდა და ტიროდა, მაგდამ ბავშვი დამიტოვა და აბორტის გასაკეთებლად წავიდაო, ომარმა არ იცისო”, -განაცხადა მოწმემ. მანვე პანაშვიდზე მაგდას დის ლანა პაპიძის მისვლა გაიხსენა.
“ლანა ამბობდა, დედაჩემს 100 დოლარი გამოაგზავნინა და 25 ლარი მიუცია უროშიო. ლანას დიდად არ გაკვირვებია მაგდას მიერ ამის გაკეთება. ახსენა, საყვარელიც ჰყოლიაო. ომარი მაგდაზე სიგიჟემდე შეყვარებული იყო, მაგდა მისთვის ერთადერთი იყო და მისი თანდასწრებით მაგდაზე ზედმეტს ვერავინ იტყოდა, მაგდა მისთვის სიწმინდე იყო. ღალატის შესახებ რომ გაეგო, არ ვიცი, რას იზამდა, არ აპატიებდა”,-განაცხადა ია ბარამიამ.