„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი საარჩევნოდ „მემარცხენე ალიანსისა“ და მმართველი გუნდის გარიგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ალიანსის დამკვირვებელი მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობდნენ.
„ეს ინფორმაცია გაავრცელა „რუსთავი 2-მა“, რომელიც ჭორებზე დაყრდნობით ავრცელებს ამ განცხადებას და აცხადებს, რომ თურმე ჩვენი წარმომადგენლები მუშაობდნენ იმისათვის რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოსულიყო ადგილობრივ საბჭოებში, პირადპირ გაოცებას იწვევს საქმისადმი ასეთი მიდგომა. ჩვენ 1400-მდე დამკვირვებელი დავნიშნეთ მთელ საქართველოში და არჩევნების წინ ჩვენ მათ მივეცით მკაცრი მითითება, აღერიცხათ არჩევნებზე მომსვლელ-წამსვლელი, რადგან ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „კარუსელის“ დატრიალებას აპირებდა. სადაც ჩვენი დამკვირვებლები იყვნენ იქ „კარუსელი“ არ დატრიალებულა, ჩვენმა დამკვირვებლებმა კატეგორიულად აღკვეთეს „კარუსელი“ იმ ადგილებში სადაც ისინი იყვნენ“,- განაცხადა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სოსო შატბერაშვილმა.
“ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „კარუსელის“ დატრიალებას აპირებდა”
2017/11/01 11:56:07
ნანახია: 1442 ჯერ