უმრავლესობის დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს საკუთარი ინტერესების გამო უყოყმანოდ გაწირავს.
“მიხეილ სააკაშვილი არ იცვლება – როგორც გორში თვითმფრინავის გამოჩენისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა, ახლაც მეგის ქარდავაზე, ადამიანზე, რომელიც დასავლეთ საქართველოში მისი ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი იყო, რომელიც ორჯერ ჰყავს ღირსების ორდენით დაჯილდოებული და რომელიც გვერდს უმშვენებდა განმუხურის “გმირული” ოპერაციის დროს -ამბობს არ ვიცნობდი და არ შევხვედრილვარო.
რა არის ეს, პოლიტიკური ამნეზია თუ შეგნებული ტყუილი?! ყველა მისმა მხარდამჭერმა უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ინტერესისთვის თითოეულს ასე გაწირავს”,- აცხადებს დეპუტატი.
კომენტარები