ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეხმაურება.
სახალხო დამცველის თქმით, ნებისმიერი ასეთი ოპერაციის დროს, პირველ რიგში, სამოქალაქო მოსახლეობის უფლება უნდა იყოს დაცული.
„ნებისმიერი ასეთი ოპერაციის დროს, პირველ რიგში, სამოქალაქო მოსახლეობის უფლება უნდა იყოს დაცული. შევისწავლით რამდენად იყო ეს მოთხოვნები დაცული. აუცილებელია ასეთი ოპერაციების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყოს პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანების უფლებები“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ცნობისთვის,16 საათზე მეტია, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტერორისტებთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
კომენტარები