პირველი არხის ჟურნალისტის გურამ როგავას ინფორმაციით, ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება. გურამ როგავა ოპერატორთან ერთად სწორედ იმ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შევიდა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
„სპეცოპერაციის გარკვეულ მანძილამდე შესვლა შევძელით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სპეცოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ეთერში გადავცეთ, შესაძლოა, ამ ადამიანებისთვის სასარგებლო ინფორმაცია აღმოჩნდეს, თავს შევიკავებ იმის თქმისგან, თუ სად არიან განლაგებული სპეცრაზმისა და პოლიციის წარმომადგენლები.
უსაფრთხოების უმკაცრესი ზომებია მიღებული და ადგილზე პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. სპეცოპერაცია მასშტაბურია და უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. არ არის გამორიცხული, ამ ადამიანებს ტელევიზორი ჩართული ჰქონდეთ და მათ კოორდინატებს ვაწვდიდეთ. შესაბამისად, ჩემს კოლეგებს ვთხოვ, ამ ფაქტების გასაჯაროებისგან თავი შეიკავონ“, – აცხადებს გურამ როგავა.