თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაქცეულია ორი სპეცოპერაციაში ეჭვმიტანილი პირი.
ის მოუწოდებს მედიას თავი შეიკავონ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყანას.
,,მოვუწოდებ პოლიტიკოსს თუ მედიას, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი ცრუ ინფორმაციის ან დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ეს ძალიან სერიოზულ და თქვენთვის თვალითარდანახულ ზიანს შეიძლება აყენებდეს საზოგადოებას. გარწმუნებთ, რომ არანაირი ორი ადამიანი არ გაქცეულა, ეს არის ტყუილი და ვინ რა ეჭვებს გამოთქვამს ეს არის სახიფათო ქცევა და ავნებს ქვეყანას. ამიტომ თავი შეიკავეთ და საზოგადოებაში შიშსა ნუ თესავთ”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
კომენტარები