ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად მუშაობას დღეს ოფიციალურად შეუდგა. როგორც მან ომბუდსმენის ოფისში აღნიშნა, ის რეგიონული ოფისების საქმიანობის გაძლიერებას და აპარატისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას გეგმავს.
„ვაპირებ, რომ განსაკუთრებით გავაძლიერო ბავშვთა უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობა, ასევე ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა. ასევე ვაპირებ, რომ ვიმუშაო, კიდევ უფრო გაძლიერდეს სახალხო დამცველის მუშაობა მათ შორის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასთან მიმართებით, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებისთვის, იქნება ასევე ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ვაპირებ, რომ გავაძლიერო რეგიონული ოფისების საქმიანობა ასევე, თავად აპარატისთვის შევქმნა ღირსეული სამუშაო პირობები“, – განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე უჩა ნანუაშვილი ნინო ლომჯარიამ შეცვალა.