საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ექსტრადირებაზე უკრაინაში ოფიციალური მოთხოვნა გაგზავნილია.
“ეს საკითხი არის უკრაინის შიდა პოლიტიკური საკითხი და შესაბამისად შეფასებები უკრაინელმა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ. სამართლებრივი საკითხები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, არის საქართველოს და უკრაინის პროკურატურას შორის თანამშრომლობის თემა. ოფიციალური კომუნიკაცია არსებობდა. სიახლის სამართლებრივი საქმეები არსებობს და შესაბამისი მოთხოვნაც აქვს გადაცემული უკრაინის შესაბამის ორგანოებს. გიდასტურებთ, რომ ექსტრადირებაზე მოთხოვნა გაგზავნილია,” – აცხადებს თალაკვაძე.
კომენტარები