საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოდესის მერობაზე ოცნებობს.
„იცით, რაზე ვოცნებობ? მინდა წავიდე და ოდესის მერი გავხდე. მე არ ვხუმრობ. ძალიან მინდა ოდესა „წამოვწიო“. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თამაშის წესები შეიცვლება“, – განაცხადა სააკაშვილმა უკრაინული „24-ე არხის“ ეთერში.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტობა არ სურს.
კომენტარები