ვაპირებ, რომ ვიმუშავო ძალიან აქტიურად და ყოველდღიურ რეჟიმში, – ამის შესახებ სემეკის წევრად არჩეულმა თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
“გარდა ამისა, წყალმომარაგების მიმართულებით მნიშვნელოვანია დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო განვითარდეს. ეს იქნება ჩემი მუშაობის მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, მნიშვნელოვანია საქმიანობის მეტად გამჭირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულობა და ის ნაბიჯები, რომელსაც სემეკი დგამს იმისათვის, რომ ჩვენი ენერგოსისტემა რეალურად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, -განაცხადა დავით ნარმანიამ.
კომენტარები