თბილისში საშობაო ალილო „ვარდების მოედნიდან” 14:00 საათზე დაიწყო და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
ალილოს მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩებს.
ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.
კომენტარები