თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე 40-ზე მეტი მეხანძრე მაშველი და 8 სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დათვალიერება, რის შედეგადაც ცნობილი გახდება თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები