ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის ნიშნებით 7 ადამიანი მოათავსეს. პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ და მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„რამოდენიმე საათის წინ, ერთდროულად შვიდი პაციენტი შემოიყვანეს, რომლებსაც ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. სავარაუდოდ, ისინი იმყოფებოდნენ სუფრაზე. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ”, – აღნიშნა ლაშა გრიგოლიამ.
კომენტარები