საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გიორგი მღებრიშვილმა სისტემური რეფორმა დაიწყო და უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
”სისტემაში საკადრო ცვლილებებიც ხორციელდება. დღეს გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა.
2018 წლის 1 იანვრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა. შეიქმნა ახალი სტრუქტურა – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია. სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და გიორგი მღებრიშვილის უწყებას დაექვემდებარა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა
2018/01/08 13:05:20
ნანახია: 1452 ჯერ