პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას და ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი. სამძიმარს ვუცხადებ მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას და მთელს საქართველოს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
კომენტარები