საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გიორგი მარგველაშვილის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნა.
“სამწუხარო მოვლენაა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს წევრად, პრეზიდენტი რეგულარულად თავის თანამშრომლებს წარადგენს, იგივე ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არასწორი ტენდენციაა, როდესაც პრეზიდენტის თანამშრომლები ინიშნებიან დამოუკიდებელ თანამდებობებზე.
კომენტარები