დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შემოვლით რკინიგზაზე გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.
მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე ვარიანტი – თბილისის ცენტრიდან სამგზავრო და სატვირთო ხაზები, ან მხოლოდ სატვირთო ხაზები გადავიდეს.
„შემოვლით რკინიგზაზე კვლევის საფუძველზე უნდა გვქონდეს პასუხი, რა და როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გენგეგმის პროექტთან დაკავშირებით, მერიის ერთ-ერთი შენიშვნა სწორედ შემოვლით რკინიგზას უკავშირდება.
„რკინიგზის სამგზავრო მონაკვეთის (დიდუბე-სამგორი) გაუქმების გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული“, – აღნიშნულია მერიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
კომენტარები