საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებებს ეხმაურება.
“რუსეთი ნამდვილად არ აპირებდა საბჭოთა კავშირის დაშლას, პოლონეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის და სხვა სახელმწიფოების გათავისუფლებას თავისი მარწუხებისგან, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი დარჩა მარტო. ჩვენი იარაღი არის არაღიარების პოლიტიკა, სამშვიდობო პოლიტიკის განმტკიცება. რუსეთი ერთ მშვენიერ დღეს გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას აღიარებასთან დაკავშირებით და ამას გააკეთებს საერთაშორისო საზოგადოება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომენტარები