მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა, – ასე მიმართა პოლიციის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრულო პოლიციისთვის ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გადაცემის ღონისძიებაზე. პრემიერის შეფასებით, პოლიციის წარმატებაზე დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის წარმატება.
”როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციაში ბევრი სიახლე იგეგმება. მე მინდა მინისტრს ვუსურვო წარმატება და დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში. პოლიციის წარმატებაზე არის დიდწილად დამოკიდებული ქვეყნის წარმატება. მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ავტომანქანები თავდაპირველად განკუთვნილი იყო მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის.