თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების ფინანსური საქმიანობის და შესყიდვების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა შეაფასა ნდობის ჯგუფის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აუდიტის ინსტიტუტის როლის გააქტიურებას მიესალმება.
მისი განცხადებით, ზედამხედველობის და კონტროლის ეფექტიანობის შემოწმების თვალსაზრისით, აუდიტის სამსახურს მნიშვნელოვანი და საინტერესო სამუშაო აქვს შესრულებული.
„ჩვენ მივესალმებით ამ ინსტიტუტის როლის გააქტიურებას. რაც შეეხება სამინისტროებთან დაკავშირებულ დასკვნებს – აღვნიშნავ, რომ ორივე მინისტრის პირობებში ადმინისტრირების გაუმჯობესების ტენდენციაა. ის ხარვეზები, რომელთა მოცულობაც შემცირებულია, უკვე დარეგულირების პროცესშია. ეს არის ძირითადად ადმინისტრაციული საკითხები, რომლებზეც ნდობის ჯგუფი და პარლამენტი შესაბამის რეკომენდაციებს დაამუშავებს და მათი შესრულების პროცესს გააკონტროლებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.