ცუდია, რომ პრეზიდენტმა დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე.
„ცუდია, რომ მან დაიწუნა ის, რაც ჯერ არ უნახავს, რადგან ფრაქცია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. ჩვენ მას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ უკვე საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები „ამნისტიის შესახებ“ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ.
კომენტარები