დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ოპერაცია უტარდება. გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალებზე კლინიკაში ამ დროისთვის ვერ საუბრობენ.
დღეს დილით, დოდო გუგესაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტი დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში მოხდა. მომხდარის დეტალების შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი.
კომენტარები