“ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ვინც არაკეთილსინდისიერად იქცევა შენგენის სივრცეში, დავაკისროთ გარკვეული ტიპის სანქციები იმისთვის, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ჰქონდეს გადამარწმუნებელი ეფექტი და შევინარჩუნოთ ის დიდი წარმატება, რომელსაც ქვეყანა დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.
„განვიხილეთ ის გამოწვევები, რასაც ჩვენი ქვეყანა აწყდება სხვადასხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყანაში, იმის გამო, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე, რომელიც შენგენის სივრცეში მიემგზავრება და მოძრაობს, არღვევს უვიზო რეჟიმის წესებს, რჩება იქ უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს არის ნებადართული, ან ეწევა უკანონო საქმიანობას. ჩვენი ვალია, რომ ის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატება, რასაც ჰქვია უვიზო რეჟიმი შენგენის სივრცესთან, დავიცვათ, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების გზით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.