ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„რაც გუშინ ვიხილეთ, იყო გადაგვარებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ბოდვა“, – განაცხადა ბოკერიამ.
„თან საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისკენ მოგვიწოდებს, თან იძახის არჩევნებით ივანიშვილის დამარცხებას აზრი არ აქვს, ეგ არ გამოვაო. თან ერთიანობაზე საუბრობს, თან ბინძურ ცილისწამებას აგრძელებს. თან იძახის, რომ მე თუ ქართულ ციხეში აღმოვჩნდიო, რაც მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, მაშინ ივანიშვილი რეჟიმი დასრულდებაო. ესეიგი, ქართველი ხალხი იტანს ქვეყნის დანგრევას 5 წელია, უბრალოდ მის დაჭერას ვერ აიტანს. ეს რა ლოგიკაა? რა წარმოდგენაა ეს საკუთარ თავზე და ქვეყანაზე?!“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კომენტარები