საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტი წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო. ამის შესახებ პრემიერმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“ამ ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მყარი მხარდაჭერა საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმ პოზიტიურ რეფორმებსა და ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საპარლამენტო განზომილებას და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ვიზიტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.