დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ნებისმიერი დამნაშავე, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ვინმე „ლავასოღლი” თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერი დღეს აგებს პასუხს კანონის წინაშე.
„ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი. ნებისმიერი დამნაშავე, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც და კუნჭულშიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ვინმე „ლავასოღლი” თუ ვინმე სააკაშვილი, ერთ მშვენიერ დღეს აგებს პასუხს კანონის წინაშე, წარსდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ეს დღე დადგება და როდის – დღეს, ხვალ თუ ზეგ, არ ვიცი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომენტარები