მიხეილ სააკაშვილი არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომელის მდგომარეობასაც საქართველოს არც ერთ პრეზიდენტს არ ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილზე სერიოზულ საუბარს არ აპირებს.
„მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს და შეუწყვიტეს უკრაინის მოქალაქეობა. მას არ მოუმართავს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის საქართველოს საინტერესო არ არის. ამის შემდეგ ამ ადამიანზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ. ის არის იმ სავალალო მდგომარეობაში, რომელის მდგომარეობასაც არც ერთ საქართველოს პრეზიდენტს არ ვუსურვებ. თქვენ თუ აქ გამოგგზავნეს, რომ წინმსწრებად მიიღოთ ინფორმაცია, ასე არ ხდება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.