სავალდებულოა, რომ “ზებრა” გადასასვლელებზე დავაყენოთ ღამის განათებები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიამ დაიწყო სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებაზეა ორიენტირებული.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გამოვლენილი გვაქვს 100-ზე მეტი ლოკაცია, სადაც უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, დახაზვითი სამუშაოები და განთავსდეს შუქნიშნები. აქვე, გამგებლებს უნდა დაგავალოთ, თქვენს რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთოთ ასეთ ადგილებს და მოგვაწოდოთ კონკრეტული ლოკაციები, რომ ჩვენი მხრიდან, განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები. ასევე სავალდებულოა, რომ “ზებრა” გადასასვლელებზე დავაყენოთ ღამის განათებები, ლედ-განათებები, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, რომ მთლიანად ეს ყველაფერი მოწესრიგდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.