ავადმყოფობის შედეგად, დღეს, 57 წლის ასაკში ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა. როგორც ambebi.ge-ს მისმა შვილებმა განუცხადეს, ზურაბ ვადაჭკორია ერთი წლის განმავლობაში ურთულეს დაავადებას ებრძოდა, ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ინსულტი განმეორდა.
ზურაბ ვადაჭკორიას ეკუთვნის საქართველოში ქართული საილუზიო ხელოვნების დანერგვა. ის 18 წლიდან სცენაზე იდგა.
კომენტარები