საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბაქოში ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერი დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ ამ მძიმე წუთებში მათ გვერდით არის.
“მწუხარებას გამოვთქვამ ბაქოში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს, აზერბაიჯანელ ხალხს და აზერბაიჯანის მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ”,- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში.
კომენტარები