ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
„სიტუაცია არის ნამდვილად შემაძრწუნებელი. ძალიან ვწუხვარ ოჯახის გამო და ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება და ასევე, იმ ორი დაკავებული პიროვნების გათავისუფლება.
რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში.
ასევე, ვესაუბრებით რუსეთის მხარეს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.
კომენტარები