მჯერა თუ არა ამ (არჩილ ტატუნაშვილის გულის უკმარისობით გარდაცვალების) ვერსიის? მიჭირს გითხრათ, – ამის შესახებ ახალგორის ადმინისტრაციის უფროსმა ფილიპ ხაჩიროვმა “რუსთავი 2”-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ ცხინვალის უმაღლესი პოლიტიკური პირებისთვისაც კი დამალულია.
„სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა. მჯერა თუ არა ამ ვერსიის, მიჭირს გითხრათ. რომ მჯეროდეს გეტყვით კის, რომ არ მჯეროდეს გიპასუხებდით არას. მაგრამ როდესაც ინფორმაცია ბუნდოვანია რთულია რაიმე ამტკიცო. ყველას შეიძლება დაემართოს”, -განაცხადა ფილიპ ხაჩიროვმა.
ფილიპ ხაჩიროვი ერთი კვირაა თავს იმართლებს, რომ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის.
კომენტარები