ყოველ წუთს ველოდებით იმას, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის, – ამის შესახებ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილ სკოტმა, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს.
“როგორც ვიცით, ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ყოველ წუთს ველოდებით იმას, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის. ასევე, ველოდებით ორი დაკავებული ადამიანის გათავისუფლებას. ზუსტ თარიღებზე ჩვენ ვერ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ ზუსტი თარიღები არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს”, – განაცხადა ნილ სკოტმა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. დე ფაქტო რეჟიმს, ქართული მხარისთვის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე არ გადმოუცია.
ნილ სკოტი – ყოველ წუთს ველოდებით იმას, რომ მოხდება ცხედრის გადაცემა ოჯახისთვის
2018/03/06 12:51:10
კომენტარები
ნანახია: 931 ჯერ