შუასაუკუნეების ელფერი დაჰკრავს მიცვალებულის არგადმოცემას – ყველაფერი გაგვიგია – მიცვალებულის გამოსყიდვაც, მოპარვაც, მაგრამ ბავშვების აქციაზე გამოყვანა და ძახილი, რომ მიცვალებული არ გადასცეთ ჭირისუფალს, არ მსმენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
ქანთარია მიიჩნევს, რომ მიცვალებულის გადმოცემის საკითხის ასე გაჭიანურება არის “მართლაც კვალის დაფარვა” ან “არ სურთ, რომ მოთხოვნის საფუძველზე გადმოსცენ”.
კომენტარები