საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
ადვოკატ რუსლან ჩერნოლუცკის განმარტებით, სარჩელი მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევებას ეხება.
„სარჩელი შევიტანეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, მისი დაკვების დროს სასტიკ მოპყრობას ჰქონდა ადგილი”, – აღნიშნა რუსლან ჩერნოლუცკიმ.
როგორც ადვოკატმა განმარტა, დაცვის მხარე ასევე გაასაჩივრებს დაკავების ფაქტს და უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის გაძევებას.
„ხელისუფლების არაკანონიერი ქმედებებით სააკაშვილს ფაქტობრივად უფლება ჩამოერთვა თავისი ინტერესები დაეცვა უკრაინის სასამართლოებში“, – დასძინა ადვოკატმა.
კომენტარები